“მესტიაში არ უნდა დარჩეს არც ერთი ადამიანი, რომლის ტესტირება არ მოხდება” – სოზარ სუბარი

  •  

პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, სოზარ სუბარის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში ძალიან სწრაფად იქნა მიღებული ეფექტური და გადამჭრელი ზომები, რაც გვაძლევს 100 %-იან გარანტიას და იმედს, რომ სიტუაცია კონტროლს დაქვემდებარებულია და არც გაუარესდება.

ბოლო სამი დღის განმავლობაში იყო სამი საქმე, რომელიც ძალიან საყურადღებოა – ორი გუშინ და ერთი გუშინწინ. ეს შემთხვევები ლენჯერს გასცდა და მესტიაში მოხდა მათი იდენტიფიცირება, თუმცა გუშინწინდელზე გუშინ და გუშინდელზე დღეს მოხდა ყველა კონტაქტის დადგენა და ყველა იმ პირის გამოკვლევა.

მესტიაში არ უნდა დარჩეს არც ერთი ადამიანი, მათ შორის დაბა მესტიაში, რომლის ტესტირება არ მოხდება. ვფიქრობ, რომ ამ აფეთქების ლოკალიზება მალე მოხდება. დღევანდელი და ხვალინდელი პასუხები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ამის შემდეგ შეგვეძლება უკვე სრული სურათის შევიქმნათ ვითარებაზე“, – განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება ყაზბეგს, სოზარ სუბარის თქმით, აქაც მესტიის მსგავსად ვირუსის გავრცელების არეალი ლოკალიზებულია.

„ყაზბეგში, ისევე როგორც მესტიაში, ამ წუთის სურათი არის საკმაოდ ლოკალიზებული – ორ-სამ კონკრეტულ ადგილზე, ანუ არ არის ძალიან ფართო გეოგრაფია. ამიტომაც, მე არ ვიცი, რამდენად საფრთხის შემცველია და რა ზომები შეიძლება, მივიღოთ.

ამ დღეებში იქნება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა სადაც მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მსგავსი თემები