იტალიაში 32 წლის ძებნილი ქართველი დააკავეს

იტალიაში 32 წლის ძებნილი ქართველი დააკავეს. ქართველი კაცი მანქანით საეჭვოდ გადაადგილდებოდა, რის გამოც პოლიციელებმა გააჩერეს. შემოწმების შედეგად კი გაირკვა, რომ ქართველი ძარცვის, გატაცების, ნარკორეალიზაციისა და გაქცევის გამო იძებნებოდა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაკავებულმა თანამზრახველთან ერთად სხვადასხვა დანაშაული 2015 წლის იანვრიდან 2017 წლის თებერვლამდე მანტუას, ვერონასა და როვიგოს პროვინციებში ჩაიდინა.

ქართველი კაცი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

მსგავსი თემები