„თუ ვიქნები თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატი, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიქნები“- სალომე ზურაბიშვილი

„მე მინდა ვიყო ის ადამიანი, რომელიც დაიცავს შედეგს, მიიტანს ბრიუსელამდე და მიიღებს დასტურს, რომ ჩვენ გაგვიხსნიან მოლაპარაკებებს, ეს იქნება პრეზიდენტის როლში, თუ სხვა როლში მომავალი გვიჩვენებს, მე ყველაფრისთვის მზად ვარ და ვიქნები“- ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას დასმულ კითხვას იმის შესახებ, რომ მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

პრეზიდენტის განცხადებით, ძალიან ბედნიერი და ამაყი იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე მის კანდიდატურას ახალგაზრდების მხარდაჭერა ექნება.

„მე არაერთხელ ნათქვამი მაქვს და კიდევ გავიმეორებ, რომ მე იქ ვიქნები, სადაც საჭირო ვიქნები. სადაც საჭირო ვიქნები იმისათვის, რომ ჩვენ მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე. ჩემთვის საქმის ბოლომდე მიყვანა არის ერთი მხრივ, ჯერ გამარჯვება [საპარლამენტო]არჩევნებში და შემდეგ „ქართული ქარტიის“ შესრულება ძალიან მოკლე დროში იმის მიუხედავად, რომ ვიღაც შეიძლება ამბობდეს – „ამას დიდი დრო უნდა“.

გადამოწმებულია და არ უნდა დიდი დრო, ეს უნდა შევძლოთ. მე მინდა ვიყო ის ადამიანი, რომელიც დაიცავს ამ შედეგს, მიიტანს ბრიუსელამდე და მიიღებს დასტურს, რომ ჩვენ გაგვიხსნიან მოლაპარაკებებს, ეს იქნება პრეზიდენტის როლში, თუ სხვა როლში მომავალი გვიჩვენებს, მე ყველაფრისთვის მზად ვარ და ვიქნები. თუ ვიქნები თქვენი [საპრეზიდენტო] კანდიდატი, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიქნები“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

“არ შეიძლება, რომ საქართველო გარუსდეს“- სალომე ზურაბიშვილი

 

მსგავსი თემები