„ყველა კანონის გაუქმება შეიძლება ერთი ხელის მოსმით“- პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში ახალგაზრდებს ხვდება. როგორც მან შეკრებილებს განუცხადა, „ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არ ნიშნავს დამარცხებას. პრეზიდენტმა მათ უთხრა, რომ ყველა კანონის გაუქმება შესაძლებელია.

„შეიძლება ვიღაცა ფიქრობდეს, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ, ვერ დავამარცხეთ „რუსული კანონი“.  თქვენ გაიმარჯვეთ უკვე და გამარჯვებული დადიხართ. ის ახალგაზრდები, რომლებიც საზღვარგარეთიდან გიყურებდნენ, ის ახალგაზრდები სწორედ ამას გეუბნებიან, რომ უკვე გაიმარჯვეთ. კი, მიღებულია კანონი, მაგრამ ამ ერთი კანონის და სხვა ბევრი კანონის, რომელიც არანაკლებ  რუსულია, ამ ყველა კანონის გაუქმება შეიძლება ერთი ხელის მოსმით. ერთი პარლამენტის სხდომით“- აღნიშნა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები