ნაცემ აქტივისტს ოპერაცია ჩაუტარდა

სამოქალაქო აქტივისტის, ზუკა ბერძენიშვილის ოპერაცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში  სალომე ნიკოლეიშვილი ავრცელებს. ამავე ცნობით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა.

„ყველას უდიდესი მადლობა ზღვა მხარდაჭერისთვის“ – წერს „ფეისბუქზე“ ნიკოლეიშვილი.

ზუკა ბერძენიშვილს რამდენიმე საათის წინ, ფიზიკურად გაუსწორდნენ, მას სახლთან რამდენიმე პირი დახვდა. ბერძინიშვილს მომხდარის გამო, ცხვირის ოპერაცია დასჭირდა.

 

მსგავსი თემები