,,მაკრონმა თავის თავს მიხედოს” – შოთა ხაბარელი

,,მაკრონმა თავის თავს მიხედოს”, – ამბობს ,,ოცნების” დეპუტატი შოთა ხაბარელი და ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიმღები 84 დეპუტატი ,,საქართველოს მომავლისთვის” მოქმედებს.

,,ჯერ მაკრონმა თავის თავს მიხედოს. ეხლა, როდესაც დილით გააკეთა სხვა განცხადება, თითს გვიქნევდა და საღამოს კიდე თვითონ გადააყენა პარლამენტი. ამერიკაში, ცოტა ხანში ვნახოთ როგორი განცხადებებიც გაკეთდება”, – ასე გამოეხმაურა ხაბარელი ბაიდენი-მაკრონის ერთობლივ განცხადებას.

მსგავსი თემები