,,ჩემს ძმას სახლთან ელოდებიან ტიტუშკები, არიან ეზოში და ეზოს გარეთაც” – გია ჯაფარიძე

,,გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერის ძმა, გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ზურა ჯაფარიძეს სახლთან ტიტუშკები ელოდებიან.

,,ჩემს ძმას სახლთან ელოდებიან ტიტუშკები. არიან ეზოში სახლის წინ და ეზოს გარეთაც. შავებში ჩაცმული ბევრი დაკუნთული გამოუშვეს პუტინის მონებმა. კამერები იღებს ყველაფერს”, – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ზურა ჯაფარიძეს ამ დრომდე უცნობი პირები სამჯერ დახვდნენ სახლთან და “გირჩი ტვ-ის” ოფისის მიმდებარედ. გია ჯაფარიძეს თავს დაესხნენ საკუთარ სახლთან.

მსგავსი თემები