არჩევნებში მარცხის გამო ბელგიის პრემიერმინისტრი თანამდებობას ტოვებს

ბელგიის პრემიერმინისტრი, ალექსანდრე დე კროო არჩევნებში მისი პარტიის მარცხის გამო გადადგა. ის დროებით პრემიერმინისტრად ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე დარჩება.

,,ჩვენთვის ეს განსაკუთრებით რთული საღამო იყო, ჩვენ წავაგეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვჭირდება ახალი მთავრობა სწრაფად, სრული უფლებამოსილებით… ამომრჩეველთა გზავნილი ნათელია,” – განაცხადა დე კროომ.

ცნობისთვის, დე კროოს პარტიამ “Open VLD” არჩევნებში ხმების 5.7% მიიღო, რაც 2019 წლის შედეგებთან შედარებით 2.8%-ით ნაკლებია. პრემიერის გარდა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება დე კროოს პარტიის პრეზიდენტმა, ტომ ონგენამაც მიიღო.

8 მილიონზე მეტმა ბელგიელმა მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, რათა ხმა მიეცათ თავიანთი რეგიონალური და ეროვნული წარმომადგენლებისთვის და ევროპარლამენტის წევრებისთვის ახალ ევროპარლამენტში.

მსგავსი თემები