„გამორჩეული და საამაყო ახალგაზრდა“- სააკაშვილი ნიკო მანაგაძეზე თავდასხმას ეხმაურება

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოძრაობა “თავისუფლებისთვის” ლიდერ ნიკო მანაგაძეზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება. სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ფაქტი აღმაშფოთებელია.

“გუშინ თსუ-თან აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა, გამორჩეულსა და საამაყო ახალგაზრდას, ნიკო მანაგაძეს თავს დაესხნენ, რომელიც მე ძალიან მიყვარს. მსგავს საამაყო ახალგაზრდებზე ხელის აღმართავ ძალას დიდი დრო არ დარჩენია!”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

ნიკო მანაგაძეს, თსუ-ს მე-2 კორპუსთან, გუშინ თავს დაესხნენ.

მსგავსი თემები