ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთს ეწვევა. სახელმწიფო მდივანი მომავალ კვირას ეგვიპტეს, ისრაელს, იორდანიასა და კატარს ესტუმრება და ოფიციალურ პირებთან ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას განიხილავს.

„მდივანი განიხილავს, თუ რა სარგებელს მოუტანს ცეცხლის შეწყვეტის წინადადება ისრაელელებსა და პალესტინელებს. ის ხაზს გაუსვამს იმას, რომ ეს ღაზაში ტანჯვას შეამსუბუქებს, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას გაზრდის და პალესტინელებს საკუთარ რაიონებში დაბრუნების საშუალებას მისცემს“ – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის შემდეგ ეს რეგიონში ენტონი ბლინკენის მერვე ვიზიტი იქნება.

 

მსგავსი თემები