„მზად ვართ საქართველოს მთავრობასთან ჩვენს ურთიერთობებს გადავხედოთ“-მეთიუ მილერი

„კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია, ეს ჩვენი ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია – ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის, ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველო აირჩევს“ – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.

მილერის განცხადებით, აშშ-ის ქმედებები არა მხოლოდ სანქციებს ეხება, არამედ აშშ მზად არის საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების სრული გადახედვისთვის.

„კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია… ყველას შევახსენებ, რომ სავიზო მონაცემები კანონით კონფიდენციალურია, ამიტომ რამე დონის დაკონკრეტებით [სახელების] თქმა არ შემიძლია. მაგრამ, როგორც ვთქვი, ისეთი ხალხი გამოვიძიეთ, ვინც ქმედებები განახორციელა დეზინფორმაციის გასავრცელებლად, დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობის გამოყენებით თავდასხმისთვის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დასაშინებლად. როგორც ვთქვი, ეს ჩვენი ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია.  უნდა აღვნიშნო, რომ ქმედებები, რომლებიც მზად ვართ, რომ განვახორციელოთ, არა მხოლოდ ამ ახალ სანქციებს ეხება, რომლებიც შემოგვაქვს. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ მზად ვართ საქართველოს მთავრობასთან ჩვენი ურთიერთობების სრული გადახედვა განვახორციელოთ”- ამბობს მილერი.

მეთიუ მილერის განცხადებით, საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო შემობრუნებისთვის.

“როგორც ვთქვი, საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ შეაბრუნოს ის ტრაექტორია, რომელზეც იმყოფება. ეს არა მხოლოდ ამ კანონს ეხება, რომელიც ახლა მიიღეს,  ასევე ეხება იმას, თუ როგორ არბევდნენ განსხვავებულ აზრს, ეს ეხება განცხადებებს, რომლებიც მათმა ლიდერებმა გააკეთეს, რითაც უარს ამბობენ გზაზე, რომელზეც საქართველო ამდენი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის, და ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველო აირჩევს” – აღნიშნა მილერმა.

მსგავსი თემები