,,ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს, ყაველაშვილის სჯერა, თუ ევროკავშირის”- ზურაბ ჯაფარიძე

,,ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს, ყაველაშვილის სჯერა, თუ ევროკავშირის,”- ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.

„გაცხადებული გვაქვს, რომ ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, ნატო-სკენ და იმ სივრციდან მგონი აღარ დარჩა ადამიანი, ვინც არ გვითხრა, რომ ეს კანონი ხელს შეუშლის ამ გზას. ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს, ყაველაშვილის სჯერა, თუ ევროკავშირის. ყაველაშვილთან ერთად უნდა რუსეთის გუბერნიაში დარჩენა, თუ ევროკავშირში უნდა. ძალიან მარტივი ამბავია და კითხვის ნიშნები აღარ არსებობს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მსგავსი თემები