ამერიკამ საქართველოს ხელისუფლების წევრები დაასანქცირა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდაჭერისთვის, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობისთვის, დემოკრატიის უგულვებელყოფისთვის, სანქციების პირველი პაკეტი გამოცხადდა. ამის  შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე ისაუბრა. მილერი ამბობს, რომ  სანქციები “ქართული ოცნების” წევრებს, დეპუტატებს და ძალოვნებს შეეხებათ.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, სია 30-მდე ადამიანისგან შედგება, თუმცა მილერი მათ ვინაობას არ ასახელებს. სანქციები ასევე შეეხებათ, ამ სიაში მყოფი პირების ოჯახის წევრებსაც.

„ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და სავიზო შეზღუდვებს ეხება“- ამბობს მილერი

მსგავსი თემები