„ჩვენ უარს არ ვამბობთ საქართველოზე“-ჰერჩინსკი

„ჩვენი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ არ შემცირდება“ – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.

როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, ისინი იმედოვნებენ, რომ პრობლემა გადაილახება.

„მინდა, ყველა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ უარს არ ვამბობთ საქართველოზე, აქ ვრჩებით. ჩვენ გვაქვს პრობლემა ორმხრივ ურთიერთობებში, მაგრამ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს პრობლემა გადაილახება. ჩვენ ძალიან მომთმენები ვართ, ველოდებით საქართველოს. საქართველომ მიიღო კანდიდატის ქვეყნის სტატუსი, რაც იყო ისტორიული მიღწევა.  დაიკარგება თუ არა ზოგიერთი დაფინანსება, სხვები გადამისამართდება ან შეჩერდება? – დიახ, ეს არის ზომები ვარიანტებს შორის, რასაც გადაწყვეტენ 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები.

ჩვენი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ არ შემცირდება, პირიქით, ვეცდებით, ამ კანონის საპასუხოდ, ზოგიერთი დაფინანსება გადამისამრთდეს, რომელსაც ვაძლევთ საქართველოს მთავრობას და გაიზარდოს ჩვენი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, რომლებიც ცხადად არიან ზეწოლის ქვეშ“- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მსგავსი თემები