საპროტესტო აქცია კანცელარიასთან-მობილიზებულია პოლიცია

თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები, ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ამბობს, ისინი მსვლელობით„ ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლებენ.  როგორც მომიტინგეები ამბობენ, ისინი დანებებას არ აპირებენ და მათი მიზანი პოლიციის  დაღლაა.

„აქციის მიზანია პოლიციური სისტემის დაღლა, შესვენების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. შესაბამისად გვჭირდება ისეთი ლოკაციები სადაც ვიცით, რომ პოლიციას გამოიყვანენ. პოლიციელებიც იღლებიან და შემდეგ წინააღმდეგობაში მოდიან იმ სისიტემასტან, რომელიც მათ მართვას.  ეს არის მთავარი აზრი“- ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციაა მობილიზებული.

მსგავსი თემები