“დაუწესეთ სანქციები ბატონ ივანიშვილსა და მის მოკავშირეებს”- ევროპარლამენტარი

„საქართველოს თავისუფალი ხალხი რუსიფიკაციას წინააღმდეგობას ყოველთვის გაუწევს”-ევროპარლამენტარი, თიის როიტენი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ხელის მოწერას გამოეხმაურა.

როიტენი ამბობს, რომ სანქციები უნდა დაუწესონ  ბიძინა ივანიშვილსა და მის მოკავშირეებს.

„საქართველოს თავისუფალი ხალხი რუსიფიკაციას წინააღმდეგობას ყოველთვის გაუწევს. ისინი ევროკავშირის ნამდვილ მხარდაჭერას იმსახურებენ. დაუწესეთ სანქციები ბატონ ივანიშვილსა და მის მოკავშირეებს“ – წერს ევროპარლამენტარი  X-ზე.

 

მსგავსი თემები