,,ისრაელში საპროტესტო აქცია გაიმართა” – დემონსტრანტები ნეთანიაჰუს მოუწოდებენ დათანხმდეს აშშ-ის ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას

ათიათასობით მომიტინგე თელ-ავივში ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომისა და მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბა. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც იყო. ორი ადამიანი დააკავეს, 14 დაშავდა, პოლიციამ სპეციალურ საშუალებები გამოიყენა ხალხის დასაშლელად.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაახლოებით 120 000 ადამიანი გამოვიდა ისრაელის ქალაქის ქუჩებში, რათა მოეწოდებინათ მთავრობისთვის, მიიღოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა პარასკევს დაასახელა.

შეთანხმება ითვალისწინებს 7 ოქტომბერს ტყვედ აყვანილი მძევლების განთავისუფლებას, ღაზის ალყაში მოქცეული ანკლავიდან ისრაელის ჯარების თანდათანობით გაყვანის სანაცვლოდ. “ჰამასმა” თავდასხმის დროს ტყვედ 252 ადამიანი აიყვანა, მათგან დაახლოებით 120 ჯერ ისევ ტყვეობაშია, ისრაელის მხარეს დაიღუპა 1200 ადამიანი. “ჰამასის” მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ 36 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი თემები