“ვერ გამოვჩნდებოდი, სადაც გამოჩენა არ მეკუთვნოდა”- ღარიბაშვილი

„ღონისძიებებზე არ და ვერ გამოვჩნდებოდი, სადაც გამოჩენა არ მეკუთვნოდა“- განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ  ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიღებულია და ოპონენტებს არჩევნებისთვის მომზადებისკენ მოუწოდებს.

„ნუ ნერვიულობთ ჩემს გამოჩენა, არ გამოჩენაზე. მე ვარ პარტიის თავმჯდომარე, არსებობს სახელმწიფო პროტოკოლი, ამიტომ ისეთ ღონისძიებებზე არ და ვერ გამოვჩნდებოდი, სადაც გამოჩენა არ მეკუთვნოდა. რაც შეეხება კანონს. კანონზე ნუღარ ილაპარაკებთ და ინერვიულებთ. კანონი მიღებულია. მოემზადეთ არჩევნებისთვის და წყნარად იყავით!“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან შესაძლოა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოებები არსებობდეს, რასაც პარტნიორებთან დიალოგი და დისკუსია სჭირდება.

 

მსგავსი თემები