თბილისში დღეს, ე.წ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქცია გაიმართება

თბილისში, დღეს 2 ივნისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. აქცია 20:00 საათზეა დაგეგმილი. საპროტესტო აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან. ამასთან 21:00 საათზე გაიამართება საქველმოქმედო კონცერტი „ევროპული მომავლისთვის”.

შეგახსნებთ, რომ პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია.

 

მსგავსი თემები