სარაკეტო იერიში ხარკოვზე- 3 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა

,,რუსი სამხედროების მიერ ხარკოვზე სარაკეტო იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა“,- ამის შესახებ ინფორმაციას ,,როიტერი“ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, რაკეტები საცხოვრებელ კორპუსებს, ასევე, კორპუსის პირველ სართულზე მდებარე მაღაზიებსა და ადგილობრივ ინფრასტრუქტურას მოხვდა.

,,როიტერის“ ცნობით, მეხანძრეები ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ. პარალელურად, მიმდინარეობდა ევაკუაციის პროცესი. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე პირი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

,,მოსკოვი უარყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განზრახ თავდასხმას“ ,- წერს ,,როიტერი“.

მსგავსი თემები