„დიალოგი ერთადერთი გამოსავალია“ – ჩინეთის პოზიცია უკრაინაზე

ჩინეთის საგარეო სამეთა სამინისტროს პრეს-სპიკერს, საერთაშორის მედიასთან შეხვედრისას  უკრაინა-რუსეთის კონფლიქტზეც მოუწია საუბარი.

უკრაინული მედიის კითხვას – ჩინეთი ხშირად მოუწოდებს რუსეთ-უკრაინის ომში დეესკალაციისკენ,  რუსეთი ორ წელზე მეტია აგრძელებს შემოჭრას მეზობელ უკრაინაში, არის თუ არა ჩინეთის მხარის მოწოდებები დეესკალაციის შესახებ რუსეთის მისამართით, პრეს სპიკერმა მაო ნინგიმ ასე უპასუხა:

„ჩინეთს სჯერა, რომ დიალოგი და მოლაპარაკება ერთადერთი ეფექტური გამოსავალია უკრაინის კრიზისიდან. პარტიები უნდა იყვნენ მოწოდებულნი სიტუაციის დეესკალაციისა და კრიზისის პოლიტიკური დარეგულირებისკენ. ეს პოზიცია იყო ნათელი და თანმიმდევრული“.

მსგავსი თემები