„ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის მიმართ საერთაშორისო და არც აშშ-ს სანქციები არ ვრცელდება“- სამინისტრო

“ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება”- აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული კამპანია სრულად პოლიტიზირებულია და მიზნად ისახავს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის მიზანმიმართულ ხელის შეშლას.

„გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებში და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე ჩინურ-სინგაპურულ სახელმწიფო კონსორციუმთან დაკავშირებით. უპირველესად, გვსურს განვმარტოთ, რომ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის მიმართ არც საერთაშორისო და არც აშშ-ს სანქციები არ ვრცელდება. აღნიშნული კამპანია სრულად პოლიტიზებულია და მიზნად ისახავს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის მიზანმიმართულ ხელის შეშლას.

China Communications Construction Company Limited არის იმ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის წამყვანი წევრი კომპანია, რომელმაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში წარმოადგინა წინადადება – კონსორციუმთან უახლოეს პერიოდში დაზუსტდება შემოსული წინადადების დეტალები, რომლის შემდეგაც გამოცხადდება გამარჯვებული და საპარტნიორო შეთანხმების, ასევე საკონცესიო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები