,,ვაიმე ქალბატონო თეონა, ამდენი საზიზღრობების ერთად თქმა როგორ შეგიძლიათ მიკვირს” – პაპუაშვილი აქუბარდიას

,,ვაიმე ქალბატონო თეონა, ამდენი საზიზღრობების ერთად თქმა როგორ შეგიძლიათ მიკვირს”, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას, რომელიც ,,ოფშორების” კანონზე საუბრობდა. ამან კი პარლამენტის თავმჯდომარე გააღიზიანა.

,,ვაიმე ქალბატონო თეონა, ამდენი საზიზღრობების ერთად თქმა როგორ შეგიძლიათ მიკვირს. წესით უნდა გასკდეთ მაგ დროს ბოღმისგან. ქალბატონი სამადაშვილის სული ტრიალებს ოპოზიციის მხარეს, განსაკუთრებით ქალ დეპტატებს ერჩის და ბოღმებად აქცევს. ეგ ბოღმა დაგახრჩობთ. ამ დონემდე რომ ხართ დაშვებული ეგ არის სირცხვილი. გასაგებია, რომ წინასაარჩევნო ცეკვა გაქვთ, რომ იქნებ სიაში ჩაგსვან, მაგრამ საარჩევნო სიის გამო ასეთ მდაბიო საქციელზე არ უნდა წახვიდეთ”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები