,,საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროპისგან აშორებს” – ბერბოკი

,,საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ არ ითვალისწინებს აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს, რომელიც ქუჩაში ევროპული მომავლისთვის ყოველდღიურად გამოდის და ქვეყანას ევროპისგან აშორებს. კურსის შეცვლა გვიანი არასდროსაა”, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკიმ სოციალურ ქსელში დაწერა და ,,ქართული ოცნების” მიერ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გამოეხმარა.

მსგავსი თემები