,,მე მგონი იმიტომაც არღვევს კონსტიტუციას, რომ არც იცის, იქ რა წერია” – მაჭარაშვილი ზურაბიშვილზე

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი რეფერენდუმთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი რეფერენდუმის იმ საკითხზე ჩატარებაზე საუბრობს, რაც კონსტიტუციით უკვე განსაზღვრულია.

„გადაწყვიტა, მოდით, ახლა ქალაქობანა ვითამაშოთო, დაწერეთ განცხადებები, ხელი მოაწერეთ და შემდეგ ჩემთან მოიტანეთო. იმის შემდეგ დახაზავს, აწონ-დაწონის, დაითვლის. მერე მოატყუა ხალხს, რომ რაღაც რეფერენდუმს ჩაატარებს, თან იმ საკითხზე, რომელიც უკვე კონსტიტუციაში არის გადაწყვეტილი. მე მგონი იმიტომაც არღვევს კონსტიტუციას, რომ არც იცის, იქ რა წერია ან რა უნდა შეასრულოს“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მოქალაქეებს რეფერენდუმის ჩასატარებლად ხელმოწერების შეგროვება შესთავაზა.

მსგავსი თემები