„მხარს არ ვუჭერთ და არ ვახალისებთ უკრაინის საზღვრებს გარეთ თავდასხმებს“ – თეთრი სახლი  

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ უკრაინას ეხმარებიან და მხარს უჭერენ, თუმცა, არ ახალისებენ მის საზღვრებს გარეთ თავდასხმებს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი იმასაც ამბობს, რომ ფაქტი ფაქტად რჩება და რუსეთი აგრ ძელებს უკრაინაზე თავდასხმაა.

„მკაფიოდ განვუცხადეთ უკრაინელებს, რომ მხარს არ ვუჭერთ  და არ ვახალისებთ უკრაინის საზღვრებს გარეთ თავდასხმებს. მნიშვნელოვანია, ყველას შევახსენოთ, რომ სწორედ რუსეთმა დაიწყო ეს ომი, რუსეთი აგრძელებს თავდასხმას უკრაინის მოსახლეობაზე. რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ სურს თავისი სამხედრო ოპერაციების ჩატარება. თუმცა, ამ ომში აგრესორი რუსეთია“, – აღნიშნა სპიკერმა.

რაც შეეხება „ეფ 16“-ის უკრაინისთვის მიწოდებას, როგორც მეთიუ მილერი აღნიშნავს, ამ საკითხზე მუშაობენ.

„პრეზიდენტმა  მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ დავიწყებთ უკრაინელი სამხედროების „ეფ-16“-ების მართვაში მომზადებას და ვიმუშავეთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უკრაინისთვის „ეფ-16“-ების მიწოდებაზე“ – განაცხადა მეთიუ მილერმა.

 

მსგავსი თემები