„არ დანებდე“ – ბუნდესტაგის წარმომადგენელი აქციის მონაწილეებს

შემდეგი, ვინც ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს ამხნევებს და გვერდით დგომას უცხარებს, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთია.

„საქართველოს პარლამენტმა გააუქმა პრეზიდენტის ვეტო „უცხოელი აგენტების კანონზე“. მე ვდგავარ ყველა ქართველის გვერდით, რომელიც მშვიდობიანად იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ღირსებისთვის.
არ დაგავიწყდეთ: „როდესაც ისინი დაბლა მიდიან, ჩვენ მაღლა მივდივართ“.
არ დანებდე.
არჩევნები მალე მოვა,” – აცხადებს როთი.

„სამწუხარო დღეა საქართველოსთვის“ – ლანდსბერგისი

 

მსგავსი თემები