,,თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი, ხვალ უნდა გასცეთ შვილებს პასუხი, რატომ მოექეცით მათ მომავალს ასე, ისტორია განსჯის სიმართლე ვის მხარეს იყო” – მსხილაძე დეპუტატებს

,,თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი, ხვალ უნდა გასცეთ შვილებს პასუხი, რატომ მოექეცით მათ მომავალს ასე, ისტორია განსჯის სიმართლე ვის მხარეს იყო”, – თქვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ სხდომაზე, სადაც გამჭვირვალობის შესახებ კანონზე ვეტოს განიხილავენ.

,,მიუხედავად იმისა, რომ მე საჯარო მოხელე ვარ, არასდროს, არცერთ პერიოდში არ ყოფილა ჩემ ცხოვრებაში, რომ მე იმ მხარეს ვმდგარიყავი, რომელიც ჩემთვის შინაგანად მიუღებელი იყო. ვინ რომელ მხარეს დგას და ვინ არის სიმართლის მხარეს, ამას ისტორია და საზოგადოება განსჯის. აქ ჩემი სასაუბრო დღეს ნამდვილად მეტი არაფერი არ არის, თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი და ხვალ უნდა გასცეთ თქვენ შვილებს პასუხი რატომ მოექეცით თქვენ ქვეყანას ასე, მათ მომავალს რატომ მოექეცით ასე, თქვენ უნდა გასცეთ პასუხი მთავარ კითხვაზე და ამაზეა დამოკიდებული როგორ შეხვალთ ისტორიაში, ეს არ დაგვავიწყდეს, ახლა რა ნამუსით და რა სინდისით დააჭერთ მწვანე ღილაკს თუ წითელ ღილაკს და ისტორია განსჯის, სამართალი და სიმართლე ვის მხარეს იყო, ჩემ მხარეს და ჩვენ მხარეს, თუ თქვენ მხარეს”, – განაცხადა მსხილაძემ.

მსგავსი თემები