,,არ გეტყვით, რომ არ მოაწეროთ ხელი, მოაწერეთ და გვეცოდინება ვინ ჯანდაბა ხართ ეს 84 კაცი” – ჩარკვიანი დეპუტატებს

,,არ გეტყვით, რომ არ მოაწეროთ ხელი, მოაწერეთ და გვეცოდინება ვინ ჯანდაბა ხართ ეს 84 კაცი”, – ამის შესახებ „კანონისა და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განაცხადა.

,,ვინმემ, ამ 84 ადამიანიდან არ იცის, რომ ეს არის გააზრებულად საქართველოს გამანადგურებელი კანონი. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ამ კანონით ვერ გახდებით ჩვენი ოჯახის წევრი. თქვენ ტოვებთ ქვეყანას რუსეთის პირისპირ და ეს ძალიან კარგად იცით. ახლა რა გითხრათ მე, რომ არ მოაწეროთ ამ კანონს ხელი? არა, მოაწერეთ და გვეცოდინება ვინ ჯანდაბა ხართ ეს 84 კაცი”, – განაცხადა ჩარკვიანმა.

,,ქალბატონო თამარ, მაინც ჯანდაბათი და დოზანათი დაამთავრეთ”, – ასე უპასუხა მის ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპაშვილმა.

მსგავსი თემები