უკრაინამ და ესპანეთმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

უკრაინამ და ესპანეთმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ესპანეთის დედაქალაქში უკრაინის პრეზიდენტი დღეს ჩავიდა და პრემიერთან პირველი შეხვედრაც გამართა.

,,ხელი მოვაწერეთ პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელსაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. ეს არის ხელშეკრულება მომავლისთვის და ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ გადავწყვიტეთ უკრაინას მივაწოდოთ ყველა ინსტრუმენტი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ უკვე მეათე ქვეყანა ვართ, რომელმაც ხელი მოაწერა მსგავს შეთანხმებას უკრაინასთან გასულ წელს G7-ის დეკლარაციის ფარგლებში“, – განაცხადა ესპანეთის პრემიერმა, პედრო სანჩესმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმების გარდა, ოფიციალურმა მადრიდმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, 1,13 მილიარდ ევროიანი პაკეტიც გამოაცხადა, რომელშიც საჰაერო თავდაცვის სისტემებიც შედის.

მსგავსი თემები