,,მოგიწოდებთ, ხვალიდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო” – ომბუდსმენი დეპუტატებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას, სადაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა დაიწყო სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანიც ესწრება. მან პარლამენტს მოუწოდა, ხვალიდელ სხდმაზე, არ დაძლიონ ვეტო:

,,ამ ფრომით ამ კანონის მიღებამ, ჩემი აზრით, უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა მთლიანად ამ პროცესს, ამიტომ, დღეს შესაძლებელია, რომ პარლამენტმა ხვალინდელ სესიაზე უარი თქვას ამ ვეტოს დაძლევაზე, მით უმეტეს გვაქვს ამის კარგი მაგალითები, გადაავადოს ამ ვეტოს დაძლევა და გაჩნდეს სივრცე, სადაც შეიძლება ვიფიქროთ სხვა საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე, რომელიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აბსოლუტურად უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, რომელიც ამ კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

მესმის, ის დაძაბულობა რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, ამ კანონს ჰყავს როგორც მომხრეები, ისე ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ყოველთვის გააჩნია ხელისუფლებას და ხშირად, ჩემი აზრით, უკან დახევა, ეს არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი შეიძლება იყოს. მოგიწოდებთ ყველას, მხედველობაში მიიღოთ ეს და ხვალიდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა დაადო ამ კანონს”, – თქვა იოსელიანმა.

მსგავსი თემები