„თქვენ მიიპყარით მსოფლიოს ყურადღება“- კონგრესმენი ქართველ ხალხს

„თქვენ მიიპყარით მსოფლიოს ყურადღება და მადლიერება, რადგან იცავთ ქართველი ხალხის თავისუფლებასა და ნათელ მომავალს“- აცხადებს კონგრესმენი ჯო უილსონი.

ევროპაში უსაფრთოხებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის – ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ კრემლი ეჭვქვეშ აყენებს აშშ-სა და საქართველოს კავშირს.

„ჩვენ ერთად ვდგავართ კრემლის ბნელ ხანაში საქართველოს დაბრუნების მცდელობის წინააღმდეგ, მათ წინააღმდეგ ვინც თავს ესხმის ქართველი ხალხის ნებას და ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს კავშირს. ჩვენ გვაერთიანებს ცოდნა, რომ მტრები დამარცხდებიან და საქართველოს ხალხი გაიმარჯვებს“- აცხადებს კონგრესმენი.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ კონგრესის წინაშე პასუხისმგებლობას დააკისრებს მათ, ვინც თავს ესხმის დემოკრატიას.

„როგორც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, მე ჩემს კოლეგა კომისრებთან ერთად წარმოვადგინე MEGOBARI აქტი, რათა კონგრესის წინაშე პასუხისმგებლობა დავაკისრო მათ, ვინც თავს ესხმის დემოკრატიას. ამ კანონმდებლობის სულისკვეთება ასევე გულისხმობს პირობის დადებას, რომ ვიმუშაოთ ჩვენს საერთო მიზანზე – ძლიერი, დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს შენარჩუნებისთვის.

ღმერთმა დაგლოცოთ, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ამერიკელი ხალხი დგას ქართველი ხალხის გვერდით, როცა თქვენ დგახართ თავისუფლების და დემოკრატიის სადარაჯოზე, რაც მსოფლიოს სიმბოლოა, – ამბობს ვილსონი.

მსგავსი თემები