„ევროკავშირი უნდა მოემზადოს შესაძლო ომისთვის“- ურსულა ფონ დერ ლაიენი

„უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის არაერთგზის მუქარის ფონზე, ევროკავშირი უნდა მოემზადოს შესაძლო ომისთვის და მიიღოს ზომები ერთობლივი შეიარაღებისთვის” – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე განმარტებით, ვინც პუტინის მსგავსად ლაპარაკობს და იქცევა, არ სურს მშვიდობა.

როგორც ევროკავშირის პრეზიდენტმა აღნიშნა, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ღონისძიებების დაფინანსება ევროკავშირის წევრი ქვეყნების შენატანებიდან მიღებული საბიუჯეტო სახსრებით უნდა განხორციელდეს.

მსგავსი თემები