„საშიშროება ნაკლებია – მონიტორინგი გრძელდება ვერეს ხეობაში“- გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვერეს ხეობაში, ასევე საქართველოს მასშტაბით, სხვა მდინარეებში წყლის დონემ კლება დაიწყო. ამავე ცნობით, ახლა საშიშროებაც ნაკლებია. რაც შეეხება ვერეს ხეობას , სააგენტოში ამბობენ, რომ მონიტორინგი გრძელდება.

„წყლის დონემ კლება ყველგან დაიწყო, არა მარტო ვერეს ხეობაში, სხვა მდინარეებზეც იყო მომატებული უხვი ნალექის გამო. ყველა მდინარემ კლება დაიწყო იმიტომ, რომ ნალექი შეწყდა და აღარც ველოდებით. შესაბამისად, მდინარეებში წყლის დონემ დაიკლო და საშიშროებაც ნაკლებია. ვერეს ხეობაში მონიტორინგი ხორციელდება, გვაქვს სადგურები და ვითარებას აკვირდებიან“, -განმარტავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ადიდებულმა მდინარე ვერემ ავტომობილი წაიღო

მსგავსი თემები