„გვსურს საქართველო დემოკრატიის კარგი მაგალითი იყოს კავკასიის მთელ რეგიონში“- კონგრესმენები

“ჩვენ ვეხმარებით ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სვლაში”- განაცხადეს „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამერიკელმა  კონგრესმენებმა.

გამოცემასთან ინტერვიუში კონგრესმენი და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯო უილსონი ამბობს, რომ სურთ, საქართველო დემოკრატიის კარგი მაგალითი იყოს კავკასიის მთელ რეგიონში.

„რესპუბლიკელები და დემოკრატები, ორ პარტიაში, ორივე პალატაში ვმუშაობთ, რადგან გვსურს, რომ საქართველო დემოკრატიის კარგი მაგალითი იყოს კავკასიის მთელ რეგიონში. აი, ამდენად მნიშვნელოვანია საქართველო, ყოველთვის იყო, და გვსურს, რომ კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდეს”, – მიიჩნევს კონგრესმენი.

 

მსგავსი თემები