ნიაგარას ჩანქერი საქართველოს დროშის ფერებში განათდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კანადაში უკვე მეოთხედ, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ნიაგარას ჩანჩქერი განათდება საქართველოს დროშის ფერებით. ამასთან, ქ. ოტავას მერიის წინ გაიმართება საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია.

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი, მსოფლიოს 70 -ზე მეტ ქალაქში, მაისი-ივნისის პერიოდში, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა.

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავაენ

მსგავსი თემები