„ნუ ვიზამთ ამას, ნუ დავიღუპავთ თავს“ – ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძე პირბადის ტარების შემცირებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ქვეყანაში საკმაოდ საშიში ტენდენციაა. მთავარი ინფექციონისტის თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 70-დან 43%-მდე დაეცა.

„შეზღუდვების შემსუბუქება რისკია.  ნუ მოვიტყუებთ თავს, რომ დავიწყეთ ვაქცინაცია. იმუნიზაცია, ყველა ქვეყანაში, შედეგს იღებს სულ ცოტა 2-3 თვის შემდეგ. აშშ-მა, ინგლისმა, გერმანიამ, ისრაელმა ვაქცინაცია დაიწყო  დეკემბერში და დღეს მათ გაცილებით უარესი მდგომარეობა აქვთ, ვიდრე საქართველოს, სადაც ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა. ნუ გვექნება ასე მალე მოლოდინი.  იმუნიტეტი უნდა გამომუშავდეს. იქამდე, ვიდრე ეს იქნება, პირბადეები უნდა გამოვიყენოთ. ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებთ, 70%-დან 43%-მდე შემცირდა პირბადეების ტარება, ნუ ვიზამთ ამას, ნუ დავიღუპავთ თავს, არის დიდი შანსი მესამე ტალღის გავრცელების“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ მედიასთან.  

მსგავსი თემები