პაპუა-ახალ გვინეაში მეწყერმა ასობით ადამიანი მოიყოლა

პაპუა-ახალი გვინეის ჩრდილოეთ ნაწილში, ერთ-ერთ სოფელში ჩამოწოლილმა მეწყერმა ასობით ადამიანი მოიყოლა. ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით  ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მეწყერმა 1100-ზე მეტი სახლი და 300-ზე მეტი ადამიანი მოიყოლა. მეწყერი სოფელ კაოკალამში ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის სამ საათზე ჩამოწვა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

მედიის ცნობით, ამ დროისთვის ამოყვანილია ოთხი ცხედარი. სტიქიის შედეგად ბლოკირებულია სოფლამდე მისასვლელი მაგისტრალი. ადგილზე მისვლა მხოლოდ ვერტმფრენებითაა შესაძლებელი.

მსგავსი თემები