შს სამინისტროსთან ნაცემი მოქალაქეების ფოტოები მიიტანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სადაც ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ნაცემი მოქალაქეების ფოტოები მიიტანეს. აქციის მონაწილეები, სამინისტროსთან მათი თანამოაზრეების დაკავებასა და დაჯარიმებას აპროტესტებენ.

მომიტინგეები თავისუფლების მოედნიდან დაიძრნენ და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, შს სამინისტროსთან მივიდნენ. მანამდე მსვლელობები სხვადასხვა ლოკაციებზე მოეწყო.

მსგავსი თემები