„საქართველოში სანქციები დაუწესდება მათ, ვინც ამ სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებაზეა პასუხისმგებელი“- ჯინ შაჰინი

„ჩემი კანონპროექტი საქართველოში სანქციებს დაუწესებს მათ, ვინც ამ სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებაზე პასუხისმგებელია და შეერთებული შტატების დახმარებას გადააფასებს“- წერს აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი “ტვიტერის” პირად გვერდზე.

ჯინ შაჰინის განცხადებით, „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის მიღება შემაშფოთებელია.

„უცხოური აგენტების კანონპროექტის მიღება საქართველოში ძალიან შემაშფოთებელია. ჩემი კანონპროექტი საქართველოში სანქციებს დაუწესებს მათ, ვინც ამ სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებაზე პასუხისმგებელია და შეერთებული შტატების დახმარებას გადააფასებს, ხოლო ამავდროულად ქართველი ხალხისადმი, სამოქალაქო საზოგადოებისადმი და დემოკრატიისადმი ჩვენს ერთგულებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს,” – წერს შაჰინი

 

მსგავსი თემები