დიდ ბრიტანეთში, რუსეთის დაზვერვის დახმარების ბრალდებით 64 წლის კაცი დააკავეს

დიდ ბრიტანეთში, რუსეთის დაზვერვის დახმარების ბრალდებით 64 წლის კაცი დააკავეს. BBC- ს ცნობით, ჰოვარდ მაიკლ ფილიპსი ლონდონის ცენტრში კონტრტერორისტული დანაყოფის პოლიციელებმა დააკავეს. გამომძიებლებმა ასევე გაჩხრიკეს რამდენიმე სახლი ჰერტფორდშირსა და ესექსში.

პოლიცია დაკავებულის ქმედებებთან დაკავშირებით დეტალებს არ ავრცელებს. დაკავებულს ბრალად ედება “უცხოური სადაზვერვო სააგენტოს არსებითი დახმარება გაერთიანებულ სამეფოსთან დაკავშირებულ საქმიანობაში.”

არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ეროვნული უსაფრთხოების აქტით მინიჭებული ახალი უფლებამოსილებით დააკავეს, რაც ნიშნავს, რომ ადამიანების დაკავება შესაძლებელია დაკავების ორდერის გარეშე, თუ პოლიცია “გონივრული ეჭვის ქვეშ აყენებს მათ მონაწილეობას უცხო სახელმწიფოს საქმიანობაში, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს.”

მსგავსი თემები