ქუთაისში, ბანკში შეჭრილმა თავდამსხმელმა თანხის წაღება ვერ მოახერხა

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის #37 ნომერში, “საქართველოს ბანკის” შენობაში შეიარაღებული, ნიღბიანი პირი შეიჭრა. ის ბანკის თანამშრომლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და თანხა მოითხოვა. ამ დროს ბანკში რამდენიმე მომხმარებელი იმყოფებოდა, რომელმაც შენობის დატოვება მოახერხა. თავდამსხმელმა აღნიშნულის შემდეგ ობიექტი ისე დატოვა, რომ თანხის წაღება ვერ მოახერხა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ბანკის თანამშრომლები საგამოძიებო ორგანოში გადაიყვანეს ჩვენების მისაცემად.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მსგავსი თემები