„რასაც საქართველოში „ენჯეოშნიკები“ ამბობდნენ, იმავეს ვკითხულობთ ვენეციის კომისიის დასკვნაში“-კობახიძე

„სამართლებრივად და ყველანაირი კუთხით არის აბსოლუტურად უსუსური არგუმენტაცია, რასაც ვხედავთ ვენეციის კომისიის დასკვნაში. უფრო სწორად რომ ვთქვათ, იქ საერთოდ არ არის არგუმენტაცია წარმოდგენილი” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, კანონმდებლობის თანახმად, იუსტიციის სამინისტროსთვის მინიჭებული უფლებამოსლიება არის ის მინიმალური ბერკეტი, რითაც სახელმწიფოს შეუძლია უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობა.

„სრული აბსურდია, სასაცილოც კი არ არის ეს ყველაფერი, რასაც ამბობდნენ კონკრეტული „ენჯეოშნიკები“ საქართველოში. გასაგებია, მათ აქვთ სუბიექტური ინტერესი, მაგრამ იმავეს რომ კითხულობ ვენეციის კომისიის დასკვნაში, ეს მართლა ყველა ზღვარს სცილდება. ეს ნიშნავს პროფესიულ ეთიკასა და ღირსებაზე უარის თქმას, რაც პირდაპირ იკითხება ვენეციის კომისიის დასკვნაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი თემები