ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულები ხელახლა ავადდებიან

ჩინეთში, ქალაქ უხანში, კორონავირუსის განმეორებითი 195-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ჩინეთის ჯანმრთელობის კომისია იუწყება.

დღემდე ვირუსით ინფიცირებული 2 523 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

24 თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში ინფიცირებულთა 77 400-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილთა რაოდენობა 2592-მდე გაიზარდა.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 2 200-ს აღწევს, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 416-თ გაიზარდა.

მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით დაავადებულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი იაპონიაში ფიქსირდება – 838 ადამიანი, მათგან 630 Diamond Princess-ის მგზავრები და ეკიპაჟის წევრები არიან.

შეგახსენებთ, 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 

მსგავსი თემები