სლოვაკეთის მოქალაქეებმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად, 1 თვეში 4 მლნ ევროზე მეტი შეაგროვეს

უკრაინისათვის სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალების შესაძენად წამოწყებული აქციის ფარგლებში სლოვაკეთის მოქალაქეებმა ერთი თვის განმავლობაში 4 მილიონ ევროზე მეტი მოაგროვეს. კამპანია „საბრძოლო მასალა უკრაინისათვის“, სლოვაკეთში აპრილის შუა რიცხვებში ამოქმედდა და ერთი თვის განმავლობაში შემომწირველთა რაოდენობამ 67 ათასს მიაღწია.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა მარტის ბოლოს პრაღაში ყოფნის დროს განაცხადა, რომ სლოვაკეთი უკრაინას იარაღს აღარ მიაწვდის, რადგან „ვერ ხედავს ომის სამხედრო გზით გადაჭრის გზას”, მოქალაქეებმა კი აღნიშნული კამპანია დაუპირისპირეს სლოვაკეთის მემარცხენე-პოპულისტური მთავრობის კურსის მკვეთრ ცვლილებას უკრაინის სამხედრო დახმარების საწინააღმდეგოდ.

მსგავსი თემები