ზაზა სარალიძე, მიხეილ კალანდიასთვის წაყენებული ბრალის ალტერნატივას არც განიხილავს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ბრალდებულ მიხეილ კალანდიასთვის ბრალის შეცვლის საკითხს არც განიხილავს. აღნიშნული განცხადება სარალიძის დაცვის მხარემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, დავით სარალიძის მკვლელობისთვის ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ბრალი ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის წაუყენეს. მისი დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ კალანდიას მიმართ სს საქმე უნდა შეწყდეს და პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

როგორც სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, მიხეილ კალანდიას მიმართ წაყენებული ბრალი ადეკვატურია და სხვა სასჯელი არც კი განიხილება.

„მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით, საქმე გვაქვს ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებასთან, რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჩვენ სხვა; ალტერნატიულ სასჯელს არც განვიხილავთ“ – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები