“ამ ვეტოს დაძლევაც მოხდება”- “ქართული ოცნება” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს

„ამ ვეტოს დაძლევაც მოხდება, რადგან არანაირი სამართლებრივი არგუმენტაცია და კანონპროექტი არ მოჰყოლია“- განაცხადა საპარალამნეტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა. მისი თქმით,  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის მიზანი არის კანონიერი ფული.

„ამ ვეტოს დაძლევაც მოხდება, რადგან არანაირი სამართლებრივი არგუმენტაცია და კანონპროექტი არ მოჰყოლია. ეს არის უბრალოდ მისი პოლიტიკური განცხადებები ვეტოს სახით. ამ კანონის მიზანი არის მარტივი რამ, კანონიერი ფული – აქ არანაირ დაფარულ, შავ ან ფულის გარეცხვაზე, საერთოდ საუბარი არ არის, ვერცერთი დასანქცირებული ფული საქართველოს საბანკო სისტემაში ვერ გამოივლის, ეს გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში საუბარია – თანხა, რომელიც არის ოფშორებში, რომელიც არის კანონიერი მფლობელობების ქვეშ, თუ ვინმე საქართველოში შემოიტანს, შემოტანის მომენტში, გადასახადიდან თავისუფლდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მსგავსი თემები