„ევროპაში კარი ღია დარჩება თუ საქართველოს მთავრობა „საქანელა“ პოლიტიკას შეწყვეტს“- მაიკ როთი

„ჩემი აზრით, ზოგიერთი ადამიანის იდეა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ, სერიოზული შეცდომა იქნება“ – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა გერმანულ გამოცემა Vorwärts-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ამის ფასს საქართველოსი ახალგაზრდა ხალხი გადაიხდის.

„მაგრამ ასევე არ მჯერა მთავრობის კურსისთვის მოსახლეობის დასჯის. ჩემი აზრით, ზოგიერთი ადამიანის იდეა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ სერიოზული შეცდომა იქნება. საქართველოში ახალგაზრდა ხალხი, განსაკუთრებით, ამის ფასს გადაიხდის. იმედი უნდა მივცეთ, რომ ევროპაში კარი ღია დარჩება თუ საქართველოს მთავრობა მის „საქანელა“ პოლიტიკას შეწყვეტს ევროკავშირსა და რუსეთს შორის”, – განაცხადა როთმა.

 

მსგავსი თემები