პაპუაშვილის თქმით, აქციაზე ევროპელი მინისტრების მისვლა ,,საბჭოთა, რუსული მიდგომაა”

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროპელი მინისტრების აქციაზე მისვლა ,,საბჭოთა, რუსული მიდგომაა”.

,,ესეც არის ტიპიური საბჭოთა მიდგომა საკითხის მიმართ. ეს რომ არ ეხებოდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ადამიანი ნახავდა პირდაპირ ანაბეჭდს საბჭოთა ან რუსული მიდგომისა. კერძოდ, როდესაც შენ რაღაცა არ მოგწონს სხვა ქვეყანაში, და შენ დგახარ და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიხარ სიტყვით.

ამაზე დიდი, რა გითხრათ, აი, არასწორი საქციელი რაც ჩვენ ვიხილეთ მინისტრების მიერ ქართველი ხალხის მიმართ, რაც, პრინციპში, არის უარყოფა იმ მეგობრობისა, რომელიც ჩვენ ხალხებს შორის არის. იმ სოლიდარობისა, რომელსაც ქართველი ხალხი 80-იანი წლების ბოლოს იჩენდა ლიეტუველი და ესტონელი ხალხის მიმართ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისთვის და აი ეს რამდენიმე პოლიტიკოსი, იმისთვის, რომ უყურებს ამ ყველაფერს და მზად არის, რომ წყალში გადაყაროს ის მეგობრობა, რომელიც ჩვენ ქვეყნებს შორის არის, აი ეს არის სამწუხარო.

რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი, არაევროპული ქცევა, როდესაც ჩადიხარ სხვა ქვეყანაში და იქ არჩეული ხალხის ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიხარ, არათუ სადმე განცხადებას აკეთებ, მიტინგზე გამოდიხარ. სადაური მიდგომაა, ეს არის ევროპული მიდგომა?”, – ამბობს პაპუაშვილი.

მსგავსი თემები