„ტაივანი არასდროს ყოფილა სახელმწიფო და არც იქნება“ – ჩინეთის ელჩი

„მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს და ტაივანი მისი ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა მთელი ჩინეთის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია. ტაივანი არასოდეს ყოფილა სახელმწიფო და „პრეზიდენტიც“ ვერ ეყოლება“ – აცხადებს ჭოუ ციენი, ჩინეთის ელჩი საქართველოში.

 როგორც ელჩი განმარტავს, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობას, ეს  ყველაზე ფუნდამენტური და საკვანძო საკითხია.

„ჩინეთი, როგორც პასუხისმგებელი დიდი ქვეყანა და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ყოველთვის პატივს სცემს ყველა სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩინეთი განუხრელად იცავს გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებს. ამის საპირისპიროდ, დასავლეთში ზოგი სახელმწიფო ე.წ. „წესებზე დაფუძნებული წესრიგის“ აფიშირებას ახდენს, მაგრამ ფეხქვეშ თელავს საერთაშორისო სამართალსა და ნორმებს, სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში ორმაგ სტანდარტებს იყენებს, კონფლიქტების პროვოცირებას ახდენს და „პროქსი ომებსაც“ კი აწარმოებს“ – აღიშნავს ელჩი.

მისივე შეფასებით, ერთი ჩინეთის პრინციპი ნიშნავს რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია და ტაივან მისი შემადგენელი ნაწილია.

„ტაივანი არასდროს ყოფილა სახელმწიფო და არც იქნება. ერთი ჩინეთის პრინციპი ნიშნავს რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია და ტაივან მისი შემადგენელი ნაწილია. 20 მაისს ჩინეთის რეგიონის – ტაივანის ლიდერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის – ლაი ცინგდეს ე.წ. „ინაუგურაციის ცერემონია“ გაიმართება, რომელზე დასწრებაც რამდენიმე ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა დაადასტურეს. ამასთან დაკავშირებით მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს და ტაივანი მისი ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა მთელი ჩინეთის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია. ტაივანი არასოდეს ყოფილა სახელმწიფო და „პრეზიდენტიც“ ვერ ეყოლება“ – აცხადებს ჭოუ ციენი.

მსგავსი თემები